დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კაპიტალ მეითენანსი
|
გამოქვეყნდა: 28 ივლისი
/ ბოლო ვადა: 28 აგვისტო
|
"კაპიტალ მეინთენანსი" - თანამედროვე შენობების მართვის და მოვლა-პატრონობის ახალი სტანდარტია.
"კაპიტალ მეინთენანსი" ამიერკავკასიაში მოქმედი ინოვაციური საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც რევოლუციას ახდენს შენობების მართვის და მოვლა-პატრონობის სფეროში.
"კაპიტალ მეინთენანს" ქმნის ინოვაციურ ეკოსისტემას, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, საერთაშორისო გამოცდილებასა და პერსონალიზებულ მიდგომებს. მომხარებლებს შესთავაზებს უნიკალურ, უმაღლესი დონის სტანდარტების, ახალ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ მომსახურებას, როგორც საცხოვრებელი, ასევე ბიზნეს ცენტრების შენობების მართვის, მოვლა-პატრონობის, უსაფრთხოების და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიმართულებით. იგი ჩართული იქნება მშენებლობის დაწყების პროცესიდან და კონსულტაციას გაუწევს კომპანიებს საუკეთესო გადაწყვეტილებების მისაღებად.
ჩვენი მიზანია შევქმნათ სივრცეები, სადაც ადამიანები თავს იგრძნობენ კომფორტულად, დაცულად და ფასეულად.
"კაპიტალ მეინთენანს"-ის გუნდში ვეძებთ გამოცდილ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებასა და ბრენდის განვითარებაში.
ჩვენ გთავაზობთ მუშაობას უნიკალურ გუნდში უნიკალური გამოწვევებით.
ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ადგილზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00.
პოზიციის ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვაში მონაწილეობა, განხორციელება და ანალიზი;
** ციფრული არხების კონტენტის შექმნა, მართვა და კამპანიების გაშვება; განხორციელებული კამპანიების შედეგების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** მარკეტინგული მასალების (ვიდეო, დიზაინი, ტექსტი) მომზადება დიზაინერთან და სარეკლამო სააგენტოებთან თანამშრომლობით;
** მომხმარებელთა ქცევის გაზომვა და ანალიზი ციფრულ სივრცეში, ანალიტიკა და რეპორტინგი სარეკლამო კამპანიების შესახებ
** ბრენდის საკომუნიკაციო სტილზე და სტრატეგიაზე მორგებული ტექსტების შექმნა და შემუშავება
** ტექსტუალური მასალების მომზადება სხვადასხვა ციფრული და ბეჭდვური მედიისთვის. საპრეზენტაციო მასალებებისთვის, ბრენდისა და პროდუქტის აღწერის, სხვადსხვა სარეკლამო კამპანიისთვის ტექსტების შემუშავება და მომზადება.
** სხვადასხვა კამპანიების/მინი კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და აღსრულება;
** ვებ-გვერდისთვის ტექსტუალური მასალის მომზადება და მართვა; ვებ-გვერდის განახლების პროცესში ჩართულობა;
** საიმიჯო, გაყიდვებზე ორიენტირებული და სხვა ფოტო და ვიდეო გადაღებების დაგეგმვაში მონაწილება და აღსრულება;
** ღონისძიებების კონცეფციის შექმნაში და აღსრულებაში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა და უნარები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ციფრული მარკეტინგის არხების გამოყენებისა და ანალიზის უნარი;
** საოფისე პროგრამების (MS Office) პროგამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა).
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) გადმოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე hr@capital.com.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე და სხვა ინფორმაცია, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებულ მონაცემებს, როგორც ეს გათვალისწინებულია "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით. მოგახსენებთ, რომ აღნიშნული მონაცემები დამუშავდება შპს "კაპიტალ მეინთენანს"-ის მიერ თქვენთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანსიაზეც, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით აღნიშნულს გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე. ასევე, თუ გსურთ შეწყდეს თქვენი პერსონალურ მონაცემების დამუშავება შპს "კაპიტალ მეინთენანს"-ის მიერ, გთხოვთ აღნიშნულის თაობაზე მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@capital.com.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|