Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.

კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა.

გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 7 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro, არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-სგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.

ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.

Gastronome -ში ვეძებთ თანამშრომელს საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება-განაწილების პროცესის უზრუნველყოფა
** ერთგვაროვანი პროდუქტის ერთად დასაწყობება
** გაუნაწილებელი და ვადამდე ჩამოწერილი პროდუქციის დასაწყობება
** დაბრუნებული პროდუქციის მიღება-დასაწყობება და პროდუქციის მომწოდებლებისთვის გაცემის პროცესის დროული უზრუნველყოფა
** პროდუქციის დატვირთვისა და გადმოტვირთვის პროცესში მონაწილეობის მიღება
** შიდაგანაწესის და ქცევის ზოგადი წესების დაცვა

მოთხოვნები:

** სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ორგანიზებულობა
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი

ანაზღაურება: 1200 ლარი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
დასვენების დღეები : კვირაში 2 დღე
სამუშაო საათები: 08:00-16:00
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა: 3 თვის შემდეგ, კომპანიის დაფინანსებით
სამუშაო ადგილი: ავჭალა (ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩა N 143)

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 აგვისტომდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს გასტრონომ საქართველო) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე