Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: პარადისის ჯგუფი
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
"პარადისი ჯგუფი" 15 წელზე მეტია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ოფიციალურ ბრენდებს: Newbalance / EA7 Emporio Armani ასევე მულტიბრენდულ მაღაზიას City Sport - რომელიც აერთიანებს ისეთ წამყვან ბრენდებს, როგორიცაა EA7 Emporio Armani, Colmar, Peak Sport და Icepeak.

კომპანია წარმოდგენილია 6 მაღაზიით თბილისში, ასევე, ონლაინ მაღაზიით - http://www.paradisi.ge/

"პარადისი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე: სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლში" NEWBALANCE, CITYSPORT.

ფუნქციები და მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა
** მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** დარბაზის მოწესრიგება;
** პროდუქციის მიღება და დარბაზში გადანაწილება;
** პროდუქციის გაყიდვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** კონკურენტული ანაზღაურება;
** საბონუსე სისტემა;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;

კანდიდატთა შერჩევა:

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: info@paradisi.ge. სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "კონსულტანტი" დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით აცხადებთ თანხმობას კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე