Робота для біженців з України
ჰოსპიტლის დირექტორი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჰოსპიტლის დირექტორი
მომწოდებელი: საქართველოს კლინიკები
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
"საქართველოს კლინიკები" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

"საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!

"საქართველოს კლინიკები" აცხადებს ჰოსპიტლის დირექტორის ვაკანსიას ფოთში.

სამუშოს ადგილმდებარეობა: ფოთი, გურიის ქ. №171

ძირითადი მოვალეობები:

** ჰოსპიტლის სტრატეგიის განსაზღვრა და სტრატეგიის შესაბამისად სამედიცინო დაწესებულების ბიზნეს პროცესების მართვა, მონიტორინგი და მუდმივი განვითარება;
** სტრატეგიული გეგმის რეგულარული გადახედვა და საჭიროებისამებრ მისი მოდიფიცირება;
** ჰოსპიტლის ბიზნეს პროცესების მართვა, მონიტორინგი და სერვისების უწყვეტობის უზრუნველყოფა;
** სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სალიცენზიო და სანებართვო ნორმებთან, დადგენილ რეგულაციებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამედიცინო დოკუმენტწარმოების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა/მართვა;
** დილის კონფერენციების დადგენილი პერიოდულობით ჩატარების ხელშეწყობა;
** სამედიცინო დაწესებულების პრობლემების იდენტიფიცირება, საკითხის შესწავლა და გადაჭრის უზრუნველყოფა;
** ჰოსპიტალში მიმდინარე სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ, თანამშრომლების ინფორმირება;
** არსებული სერვისების ანალიტიკა და გაუმჯობესების გზების მოძიება;
** ჰოსპიტლის ბიუჯეტის შემუშავება, სათავო ოფისთან შეთანხმება და ბიუკეტის დამტკიცება;
** დაგეგმილი ბიუჯეტის შესრულება და შემოსავლების ზრდის უზრუნველყოფა;
** სამკურნალო პროცესების სწორად წარმოების ხელშეწყობა სხვადასხვა საორგანიზაციო და პრობლემების გადაჭრაზე მიმართული აქტივობებით;
** სტანდარტების, პროტოკოლების და პროცედურების დანერგვის ხელშეწყობა და ზედამხედველობა: (ინფექციის კონტროლი, სამედიცინო აპარატურის და ლაბორატორიული დანადგარების (მუშაობის რეჟიმი, კალიბრაჟი და სხვა) საექსპლოტაციო წესები, პაციენტის უსაფრთხოება, სამკურნალო გაიდლაინები და ჰოსპიტლის ეფექტურად ფუნქციონირების პროტოკოლები სხვა)
** ჰოსპიტლის ადამიანური რესურსის დაგეგმვა, საჭირო რესურსების განსაზღვრა და დამტკიცება;
** ფინანსური მაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი და შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
** პერიოდული ანგარიშგება ხელმძღვანელ ერთეულებთან;

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, პრიორიტეტულია სამედიცინო, ჯანდაცვის მენეჯმენტის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია ჯანდაცვის სექტორში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია სამედიცინო დაწესებულების მართვის ან კლინიკური პროცესების კოორდინაციის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სასურველია სასერტიფიკატო განათლება კლინიკური მენეჯმენტის მიმართულებით;
** ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილებები საყოველთაო ჯანდაცვის და ვერტიკალური პროგრამების შესახებ;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 11 აგვისტო, 2025

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ჰოსპიტლის დირექტორი ფოთში".

"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;

2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.

3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).

4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.

5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე