Робота для біженців з України
დაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომელი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: რუსთავოილი
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
სს "რუსთავოილი" წარმოადგენს ამერიკული სტანდარტის ნავთობპროდუქტების ქარხანას, რომელიც აწარმოებს საქართველოს რეგიონების კლიმატური პირობების შესაბამისი უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა სახეობის ბიტუმს და უზრუნველყოფს მის მიწოდებას საქართველოს მასშტაბით.

სს "რუსთავოილი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის და უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა:

** ცვლაში მყოფ თანამშრომლებთან ერთად ტერიტორიის დათვალიერება, საკეტების შემოწმება, სამეთვალყურეო კამერების, განათების, ხელის რადიოსადგურების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** პროდუქციის გატანამდე პროდუქციის აწონვა, შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა
** მორიგეობის ჩაბარება, სათანადო ჩანაწერის მიღება-ჩაბარების ჟურნალში აღრიცხვა
** ნაკლოვანებათა აღმოჩენის შემთხვევაში ჩანაწერის გაკეთება, ამის შესახებ მორიგეობის მიღება-ჩაბარების ჟურნალში აღრიცხვა
** დასაცავი ობიექტის ტერიტორიის მონიტორინგი, ელექტროდამცავი და სამეთვალყურეო კამერების მუშაობის მონიტორინგი
** ობიექტის ქონების დაზიანებისგან, ძარცვისგან და ხანძრისგან დაცვა, პერიოდულად, არაუგვიანეს 2 საათში ერთხელ, ტერიტორიის დათვალიერება.
** სამუშაო საათების დამთავრებისას ობიექტის ტერიტორიის დათვალიერება ელექტროგანათების სრული გამორთვით
** ფანჯრების, კარების, ან საკეტების დაზიანების ან ობიექტის ტერიტორიაზე უცხო პირის შეღწევისას, დაუყოვნებლივ შეატყობინოს დაცვისა და უსაფრთხოების ხელმძღვანელს, ობიექტის ადმინისტრაციას და პოლიციას, დაცვისა და უსაფრთხოების ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებთან ერთად მიიღოს ზომები დასაცავ ობიექტზე შეღწეული პირის დასაკავებლად
** ხანძრის ან სხვა სტიქიური მოვლენების შემთხვევაში (ობიექტის ტერიტორიაზე) დაუყოვნებლივ შეატყობინოს უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სახანძრო სამსახურს, პოლიციას
უსაფრთხოების მიზნით ობიექტის გარე და შიდა განათების მუშაობისას ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დროულად მიიღოს ზომები მის აღმოსაფხვრელად
** მკაცრად დაიცვას და სხვასაც მოსთხოვოს დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების წესები, რომლებიც გამორიცხავენ ხანძრისა და აალების შემთხვევებს

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება

სამუშაო პირობები:

** ცვლადი 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი, 4 დღეში ერთხელ, გათვალისწინებული 4 საათიანი შესვენების პერიოდით
** ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება, ბონუსის გამომუშავების საშუალება
** ჯანმრთელობის დაზღვევა

დასაქმების ადგილი: ქ. რუსთავი, რუსთავის სამრეწველო ზონა, მშვიდობის ქუჩის მიმდებარებად

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@rustavoil.com

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.rustavoil.com/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე