დასახელება:
ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
იზივეი
|
გამოქვეყნდა: 28 ივლისი
/ ბოლო ვადა: 28 აგვისტო
|
"EasyWay" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე.
"EasyWay" ქვეყნის ლიდერი ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს უნივერსალური საკურიერო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით უზრუნველყოფს.
"EasyWay" 2018 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია
ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც მას
მომსახურების ხარისხის და ვადების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების საშუალებას
აძლევს. ჩვენი გუნდის მიზანია, გაგიმარტივოთ ამანათების გადაზიდვის
პროცესი.
ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს საწყობის ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტის
პოზიციაზე, რომელიც პროგრამულად უზრუნველყოფს საკურიერო სამსახურისთვის მისმართების განაწილების პროცესს, ჩართული იქნება ამანათების განაწილების, გაშვების, მიღებისა და სკანირების პროცესში.
კომპანიის ვებ-გვერდი: https://easyway.ge/ka
მდებარეობა: ქ. ბათუმი, მამია ვარშანიძის 118
სამუშაო განაკვეთი: 10:00-დან 19:00 საათამდე, შაბათ-კვირა დასვენება
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობის ყოველდღიური ოპერაციების მონიტორინგი;
** მიღების, შენახვის, მიწოდებისა და აღწერის პროცესების ორგანიზება;
** საწყობის თანამშრომელთა კოორდინაცია და სამუშაო პროცესების
ოპტიმიზაცია;
** ანგარიშგების მომზადება და ზედამხედველობასთან კომუნიკაცია;
** სკანირების პროცესის მართვა;
** კურიერების დისპეტჩინგი და შესასრულებელი/შესრულებული საქმიანობის
მონიტორინგი.
მოთხოვნები:
** სასურველია გამოცდილება საწყობის ან ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე;
** გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პრობლემების დროული გადაწყვეტის
უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პროფესიონალთა გუნდში მუშაობის გამოცდილებას;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@easyway.ge. Subject-ში მიუთითეთ: "საწყობის ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტი" ან შეავსეთ განაცხადის ფორმა მითითებულ ბმულზე: https://easyway.bo.ge/recruit/form/acdcb38ad58299290f3c57834736ab91
|
|
|
|