დასახელება:
ტენდერი კვებითი მომსახურების მოწოდებაზე
|
მომწოდებელი:
ჯვარის სათემო განათლების ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 28 ივლისი
/ ბოლო ვადა: 03 აგვისტო
|
თანდართული ფაილი:
653474_sos_2385809.zip
|
"ჯვარის სათემო განათლების ცენტრი" აცხადებს ტენდერს კვებითი მომსახურების მოწოდებაზე.
ჯვარის სათემო განათლების ცენტრი, საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან თანამშრომლობით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" ფარგლებში კვებითი მომსახურების მოწოდების მიზნით იწვევს იურიდიულ/ინდ. მეწარმე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
კომპანია/ინდ.მეწარმე ვალდებულია 2025 წლის განმავლობაში უზრუნველყოს კვებითი მომსახურების მოწოდება ქ. ჯვარში.
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:
ჯვარის სათემო განათლების ცენტრი 2010 წლიდან საქმიანობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. ცენტრის ძირითად მიზნებს წარმოადგენს დევნილი და ადგილობრივი თემის წარმომადგენლების შესაძლებლობებისა და პოტენციალის გაზრდა მათთვის შრომის ბაზარზე ორიენტირებული არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამებისა და კურსების მიწოდებით; ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის გაზრდა, ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; საზოგადოებაში მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კონცეფციის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/jvari.cec/
იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი თანდართულ ფაილში.
|
|
|
|