დასახელება:
წარმოების მენეჯერის თანაშემწე
|
მომწოდებელი:
ელქრითი
|
გამოქვეყნდა: 28 ივლისი
/ ბოლო ვადა: 28 აგვისტო
|
შპს "ელქრითი" პოზიციონირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე როგორც სანდო და შედეგზე ორიენტირებული პარტნიორი.
კომპანია დამკვეთებს სთავაზობს პროექტირების, წარმოებისა და მონტაჟის სრულ ციკლს, როგორც რკინაბეტონის ანაკრები კონსტრუქციების, ასევე ლითონკონსტრუქციების გამოყენებით.
ჩვენი მთავარი უპირატესობა მოქნილი მიდგომაა, რაც საშუალებას გვაძლევს დამკვეთებს შევთავაზოთ მათ საჭიროებებზე მორგებული, ოპტიმალური სამშენებლო გადაწყვეტილებები, რომლებიც სრულად პასუხობს ტექნიკურ მოთხოვნებს, ბიუჯეტსა და პროექტის ვადებს.
შპს"ელქრითი" ქმნის მყარ საფუძველს თქვენი პროექტის წარმატებისთვის.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.elementholding.ge
შპს "ელქრითი" აცხადებს ვაკანსიას რკინა-ბეტონის ანაკრები კონსტრუქციების წარმოების მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო აღწერა:
** ყოველდღიური წარმოების გეგმების შესრულების მონიტორინგში დახმარება;
** ნაწარმის შესაბამისობის შემოწმება ნახაზებსა და ტექნიკურ პირობებთან;
** ნედლეულის დაგეგმვასა და მოძრაობის კონტროლში მონაწილეობის მიღება;
** ნახაზების წაკითხვასა და პროცესში მხარდაჭერა;
** ხარისხის კონტროლისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის პროცესში დახმარება;
** კომუნიკაცია ლაბორატორიასთან, ლოჯისტიკასა და შესყიდვების გუნდთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამშენებლო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო მიმართულებით უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების, ასევე სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განხილული;
უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მონაცემთა ანალიზის უნარი;
** პასუხისმგებლიანობა;
** შედეგზე ორიენტირებული
** ორგანიზებული.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2025 წლის 28 აგვისტომდე;
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ელქრითი" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ელქრითის" ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|