დასახელება:
მძღოლ-დისტრიბუტორი
|
მომწოდებელი:
ჯეი ეფ ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 28 ივლისი
/ ბოლო ვადა: 28 აგვისტო
|
საქართველოში უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეი ეფ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი დისტრიბუტორის პოზიციაზე თბილისში.
შპს "ჯეი ეფ ჯორჯია" დაარსდა 2015 წელს და ახორციელებს სხვადასხვა საქონლის (თმის მოვლის საშუალებები, ელექტრო საქონელი, აქსესუარები, ავეჯი და ა.შ.) საბითუმო და საცალო ვაჭრობას. კომპანიის ძირითადი მომხმარებლები არიან სილამაზის სალონები, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
** მძღოლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა (სედანი) (უმჯობესია გაზზე მომუშავე)
** მართვის მოწმობა B-კატეგორია;
** შეკვეთილი პროდუქციის მითვლა საწყობიდან და მიწოდება სავაჭრო ობიექტებისთვის ზედნადებში გაწერილი რაოდენობებისა და სახეობების მიხედვით. დღის განმავლობაში 20- შეკვეთის მიწოდების უზრუნველყოფა;
** ავტომობილის მოვლა-პატრონობის საბაზისო ცოდნა და გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარეობა
** გუნდურობა
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
მოვალეობები:
** განახორციელოს, შეკვეთილი პროდუქციის ტრანსპორტირება ავტომობილით.
** მიიღოს მონაწილეობა უშუალო დისტრიბუციის პროცესში.
** აკონტროლოს ავტომობილის ტექნიკური მხარე და გადასცეს ინფორმაცია შესაბამის ჯგუფს.
** კომპანია უზრუნველყოფს საწვავის ხარჯს;
** კომპანია უზრუნველყოფს სავალი ნაწილების აღდგენას;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი 09:30-დან 18:00 საათამდე, შაბათი 09:30- დან 14:00 საათამდე
მის: ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩა # 37ა
დაინტერესების შემთხვევაში გადმოგზავნეთ თქვენი CV /რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@junglefever.ge სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელებაში რომელ პოზიციაზე აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|