დასახელება:
ინკასატორი
|
მომწოდებელი:
ფეიბოქსი
|
გამოქვეყნდა: 28 ივლისი
/ ბოლო ვადა: 28 აგვისტო
|
კომპანია "ფეიბოქსი" საგადახდო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს სწრაფი გადახდის ტერმინალების მეშვეობით.
"ფეიბოქსის" ტერმინალები მთელი საქართველოს მასშტაბით არის განთავსებული, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სასურველი მომსახურება 24/7 რეჟიმში.
ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფისთვის კომპანია იყენებს საუკეთესო პრაქტიკებს, რომელიც დამკვიდრებულია თანამედროვე ბაზარზე, სწორედ ეს ფაქტი არის კომპანიის მუდმივი პროგრესის საწინდარი.
თუ გსურს გახდე დინამიურად მზარდი გუნდის წევრი და გაინტერესებს ტექნიკური გამოცდილების დაგროვება - ჩვენი კომპანია თელავში აცხადებს ვაკანსიას "ინკასატორის" პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თელავი
რას გთავაზობთ:
** საწვავი სრულად ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ქსელში არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ინკასაცია
** გაინკასირებული თანხების ქვითართან შედარება
** გაინკასირებული თანხების დათვლა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** თანხის კომპანიის ანგარიშზე შეტანა
სავალდებულო მოთხოვნები:
** ავტომობილის ფლობა
** მართვის მოწმობა - B კატეგორია
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@numus.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ინკასატორი - თელავი". სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|