Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი მოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: კაბა
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
"კაბა" არის ქართული ბრენდი, რომელიც 20 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია წარმოადგენს საწარმოს და მაღაზიათა ქსელს.

"კაბა" აცხადებს ფილიალის ასისტენტ მენეჯერის ვაკანსიას.
სამუშაოს მოკლე აღწერილობა:

** მაღაზიის მენეჯერი უზრუნველყოფს დასახული სავაჭრო გეგმის შესრულებას, ახორციელებს საცალო ვაჭრობის მართვას, რაც გამოიხატება გაყიდვების ოდენობისა და მუდმივი მომხმარებლის რაოდენობაში;
** მაღაზიის მართვა;
** პერსონალის მართვა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი;
** მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგების სისტემატური აღრიცხვა;
** მაღაზიაში ყველა საქონლის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
** პროგრამის და რეალური მოცემულობის სისტემატური კონტროლი

მოთხოვნები:

** საცალო ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Ms.Word, Ms. Excel);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** დროის რაციონალურად განაწილების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ლიდერის უნარ-ჩვევები;

სახელფასო დიაპაზონი 1300-1500 ლარი
სამუშაო გრაფიკი 8 სთ
დასვენების დღე კვირაში ორი დღე

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: office@kabaofficial.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე