დასახელება:
უსაფრთხოების ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
ხალიკ ბანკი
|
გამოქვეყნდა: 28 ივლისი
/ ბოლო ვადა: 15 აგვისტო
|
სს "ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის უსაფრთხოების ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სს "ხალიკ ბანკი საქართველო" წარმოადგენს სს "ყაზახეთის სახალხო ბანკი"-ს შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.
მოთხოვნები:
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი
** აქტიური, პუნქტუალური,
** ქართული და რუსული ენების ცოდნა (სალაპარაკო, საკომუნიკაციო);
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა,
ძირითადი მოვალეობები:
** ოფისის/ფილიალის ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების მუდმივი უზრუნველყოფა დადგენილი შიდა წესების გათვალისწინებით
** უსაფრთხოების სამსახურის ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა/კონტროლი დადგენილი წესებით
** ფილიალში/ბანკში შემოსულ პირთა შესვლა/გასვლის კონტროლი და უსაფრთხოების უზრუნველყოფა
** ფილიალის /ბანკში თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უსაფრთხოების ადმინისტრატორი" .
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15 აგვისტო, 2025 წ.
შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ მონაცემებს სს "ხალიკ ბანკი საქართველო" ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ამავე კანონის მე-5 მუხლის "ა", "ი" და "კ" ქვეპუნქტების საფუძველზე.
კანდიდატის მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს გამოცხადებულ ვაკანსიასთან, მათ შორის ფორმალურ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა.
კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის "ი" ქვეპუნქტის შესაბამისად, არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით. ამასთან, კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია განხილული იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით.დაკავშირება.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ თქვენი მონაცემები დამუშავდეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გვაცნობეთ აღნიშნულის შესახებ.
თქვენ უფლება გაქვთ ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებებით და მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით მოითხოვოთ: ინფორმაცია; მონაცემთა გაცნობა და მათი ასლის მიღება; მონაცემთა გასწორება, განახლება, შევსება; დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება; მონაცემთა დაბლოკვა ან ისარგებლოთ სხვა უფლებებით, თუ არ არსებობს ამავე კანონით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძვლები.
თქვენი პოზიცია მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ წარმოადგინოთ ნებისმიერ დროს, ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@hbg.ge; info@hbg.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე - 032 224 07 07.
|
|
|
|