Робота для біженців з України
საოპერაციო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: www.imart.ge
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
ინტერნეტ მაღაზია iMart.ge აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე თბილისში, სათავო ოფისში.

თუ გსურთ, გახდეთ საქართველოს ბაზარზე ყველაზე დიდი, სანდო და კომფორტული ონლაინ სავაჭრო პლატფორმის - iMart.ge-ის გუნდის წევრი, რომელიც 10 წელზე მეტია ქართველი მომხმარებლის პატარ-პატარა ოცნებებს რეალობად აქცევს, გაეცანით ვაკანსიის პირობებს:

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 საათი (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 10:00-15:00)
ანაზღაურება: ფიქსირებული, 1400 ლარი (ნეტ თანხა)
ადგილმდებარეობა: თბილისი. აკაკი წერეთლის N116. ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა"

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას;
** პროფესიული ტრენინგებისა და მასტერკლასების სრულ დაფინანსებას საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან აკადემიებსა და უნივერსიტეტებში;
** ექსკლუზიურ, უპრეცედენტო ფასს ჩვენს ონლაინ პლატფორმაზე წარმოდგენილი პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე;
** საპენსიო შენატანის სრულ დაფარვას;
** პოზიციური და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას.

სამუშაო აღწერილობა:

** ელექტრონული კომერციის პლატფორმა iMart.ge-ზე ან/და შპს "ნანოტეკი"-ს საკუთრებაში არსებული მონაცემთა ბაზებიდან შემოსული შეკვეთების მონიტორინგი და დამუშავება;
** განთავსებული შეკვეთების განაწილება საკურიერო ზონების მიხედვით;
** Delivery კურიერების მონიტორინგი. ჩაბარებული შეკვეთების კონტროლი და ჩახურვა;
** შეკვეთებში არსებული პროდუქტების მომწოდებლების მიხედვით კლასიფიკაცია;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია, შესყიდვის ფაილების გენერირება და შესაბამისი მომწოდებლების ინფორმირება - კომპანიის მიერ შესასყიდი პროდუქციის ნუსხის გაზიარება;
** საწყობში დაბრუნებული პროდუქციის მითვლა, დახარისხება და შესაბამისი პროგრამული ასახვა;
** საგარანტიო მომსახურების ფარგლებში, მომხმარებლებთან კომუნიკაცია, საგარანტიო საჭიროების მქონე ნივთების ჩაბარება და პროგრამული აღრიცხვა;
** საოპერაციო განყოფილებაში განთავსებული პროდუქციის (კოსმეტიკა) მიღება, მითვლა და სტელაჟებზე განლაგება;
** კოსმეტიკის კატეგორიაში განთავსებული შეკვეთების მომხმარებლებთან გასაგზავნად მომზადება;
** გარკვეული პერიოდულობით ინვენტარიზაციისა და აღწერების პროცესში ჩართულობა;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია საოპერაციო მიმართულებით ან/და მსგავს პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ, 1 წლიანი გამოცდილება;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** საქმის ვადებში შესრულების უნარი;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
** დაგეგმვისა და დროის მენეჯმენტის უნარი;
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები.

დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე - career@imart.ge 2025 წლის 28 აგვისტომდე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: საოპერაციო მენეჯერი.

iMart.ge გისურვებთ წარმატებებს!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "ნანოტეკი"-ს მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვაკანსიაში მითითებულ ან სხვა პოზიციაზე.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას შემდეგ რეკვიზიტებზე: career@imart.ge / 032 2 100 300
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე