Робота для біженців з України
კონფიგურაციის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონფიგურაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: Nexia Solutions
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
კომპანია Nexia Solutions წარმოადგენს მაღალხარისხიანი IT სისტემების, ERP და CRM გადაწყვეტილებების, პროვაიდერს საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე.

კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას, ხოლო მიზანი - ERP და CRM მიმართულებით არსებული უახლესი პროგრამული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომის ზრდა და საქართველოში ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა. Nexia Solutions-ის დახმარებით უამრავმა კომპანიამ გააციფრულა ყოველდღიური სამუშაო პროცესი.

კომპანია Nexia Solutions აცხადებს ვაკანსიას კონფიგურაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლის ბიზნეს პროცესების შესწავლა/სისტემის დემონსტრირება;
** არსებული მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** სააღრიცხვო სისტემაზე კორპორატიული ტრენინგ კურსის ჩატარება;
** მომხმარებლის ბიზნეს პროცესების შესწავლა/სისტემაში მოდელირება;
** საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური დავალების მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში დეველოპერისთვის დავალების მიწოდება/ტესტირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია, ბიზნესის-ადმინისტრირების მიმართულებით)
** MS Office პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური/რუსული ენების კარგად ცოდნა)
** ბუღალტერიის საფუძვლების ცოდნა
** ERP სისტემაში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: მ. ალექსიძის 12, "King David" (კვირაში 3 დღე ოფისი, 2 დღე დისტანციურად)
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
** ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "კონფიგურაციის სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე