Робота для біженців з України
გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ბლოქსი
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 18 აგვისტო
დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია "ბლოქსი" (blox.ge) 2016 წლიდან საქმიანობს საქართველოს უძრავი ქონების განვითარების ბაზარზე. კომპანია ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ სტანდარტებს და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის საცხოვრებელი ფართების მშენებლობას.

"ბლოქსი ორთაჭალა" წარმოადგენს თანამედროვე ევროპული სტანდარტების მქონე მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს ორთაჭალაში, შალვა დავითაშვილის ქუჩა N21-ში.

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ:

სამუშაო ადგილი: თბილისი, "ბლოქსი ორთაჭალა", გაყიდვების ოფისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, არაუმეტეს კვირაში 40 საათისა (ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00, შაბათი: 10:00-15:00, შესვენება - 1 საათი)
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1500 ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კუთვნილი საცხოვრებელი და კომერციული ფართების რეალიზაცია;
** პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;
** პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია, შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება, სხვადასხვა საკითხზე მოლაპარაკებების წარმართვა;
** შეთავაზებებისა და პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა;
** კლიენტთა ბაზის რეგულარული განახლება;
** გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
** გაყიდვებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** უპირატესობად ჩაითვლება უძრავი ქონების გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
** უძრავი ქონების ბაზრის სპეციფიკის ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office-ის ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: recruitmentac7@outlook.com — არაუგვიანეს 18 აგვისტოს.

თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება და შეინახება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე