დასახელება:
ექიმ-ანესთეზიოლოგი
|
მომწოდებელი:
ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 28 ივლისი
/ ბოლო ვადა: 28 აგვისტო
|
შპს "აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ექიმ-ანესთეზიოლოგის თანამდებობაზე ქირურგიის/რეანიმაციის დეპარტამენტში.
ძირითადი მოვალეობები:
** ანესთეზიის უსაფრთხო ჩატარება კლინიკაში დამკვიდრებული სამედიცინო პროტოკოლებისა და სტანდარტების შესაბამისად;
** პრეანესთეზიური ვიზიტის განხორციელება
** ანესთეზიის ჩატარებისას შესაბამისი მედიკამენტების და მეთოდების გამოყენება;
** პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრების მუდმივი მონიტორინგი ოპერაციის მიმდინარეობისას;
** კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის რეანიმაციული ღონისძიებების განხორციელება;
** პოსტანესთეზიური მეთვალყურეობა გამოღვიძების და სტაბილიზაციის ეტაპზე;
** აქტიური მონაწილეობა გუნდურ სამედიცინო მუშაობაში, ეფექტური კომუნიკაცია ექთნებთან, ქირურგებთან და რეანიმატოლოგებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელია შესაბამისი უმაღლესი სამედიცინო განათლება და სახელმწიფო სერტიფიკატი ექიმ-ანესთეზიოლოგის სპეციალობით;
პიროვნული უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კეთილსინდისიერება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@gudushauri.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 579-82-83-38
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ექიმ-ანესთეზიოლოგი".
|
|
|
|