Робота для біженців з України
ღვინის გიდი - ველისციხე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღვინის გიდი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას ღვინის გიდის პოზიციაზე.

მდებარეობა: ველისციხე
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (სავალდებულოა);
** ღვინის სფეროში მუშაობის გამოცდილება:
** სასურველია სომელიეს სერთიფიკატი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კომპანიის წარდგენა, პროდუქციის გაცნობა და შემდგომ შეთავაზება;
** მომხმარებლისთვის ღვინის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა სავაჭრო დარბაზში არსებული პროდუქციის ფასებზე; სახეობებზე, ვადებზე, აქციებზე და ა.შ.
** მომხმარებლის დახმარება სასურველი პროდუქტის შერჩევის პროცესში;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** ფულადი ნაშთების შემოწმება და კონტროლი;
** პროდუქციის შევსებასა და ვადიანობაზე ზრუნვა;
** პროდუქციის განსათავსებელ ადგილას წესრიგისა და სისუფთავის დაცვა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** მოწესრიგებული;
** აქტიური;
** ორგანიზებული;
** ერთდროულად რამდენიმე სამუშაოს შესრულების უნარის მქონე;
** გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გიდი".

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2025 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით.
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე