დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ულტრა
|
გამოქვეყნდა: 28 ივლისი
/ ბოლო ვადა: 28 აგვისტო
|
კომპიუტერული კომპანია "ულტრა" ეძებს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს.
"ულტრა" 18 წელია ლიდერობს ადგილობრივ IT ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს საცალო და კორპორატიულ გაყიდვებს, ონლაინ მაღაზიას და სერვის ცენტრს. ჩვენი კორპორატიული მიმართულება, Ultra Enterprise, წარმატებით თანამშრომლობს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან. მომხმარებელს ვთავაზობთ სრულ კომპლექსურ IT გადაწყვეტებს და ინფრასტრუქტურის დაგეგმვა-დანერგვას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კორპორატიული კლიენტების მოძიება, შეხვედრების დაგეგმვა და პროდუქტების პრეზენტაცია;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და აქტიური მონაწილეობა პროექტების მოპოვებაში;
** პოტენციურ კლიენტებთან რეგულარული შეხვედრები, პროდუქციის პრეზენტაცია/შეთავაზება/კომერციული წინადადების წარდგენა;
** ბაზრის და კონკურენტული გარემოს მუდმივი მონიტორინგი;
** კლიენტთა მონაცემთა ბაზის წარმოება და განახლება;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა და პროექტების კოორდინაცია;
** პარტნიორი მწარმოებლების პროდუქტებზე სერტიფიცირება.
მოთხოვნები:
** გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება, პრიორიტეტი მიენიჭება მსგავს სფეროში მუშაობას;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ანალოგიურ სფეროში მიღებული სერთიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
ძირითადი უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა, კომუნიკაციის კარგი უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობა;
** პროგრამაში, მონაცემთა ბაზებში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო ადგილი: თბილისი; დიღმის მასივი, ნ. ბოხუას ქ, 4.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: hr@ultra.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშავებს და შეინახავს თქვენს მონაცემებს 1 წლის ვადით. ასევე შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიებზე.
|
|
|
|