დასახელება:
ტექნიკური განყოფილების ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
ულტრა
|
გამოქვეყნდა: 28 ივლისი
/ ბოლო ვადა: 28 აგვისტო
|
კომპიუტერული კომპანია "ულტრა" ეძებს ტექნიკური განყოფილების ხელმძღვანელს.
"ულტრა" 18 წელია ლიდერობს ადგილობრივ IT ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს საცალო და კორპორატიულ გაყიდვებს, ონლაინ მაღაზიას და სერვის ცენტრს. ჩვენი კორპორატიული მიმართულება, Ultra Enterprise, წარმატებით თანამშრომლობს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან. მომხმარებელს ვთავაზობთ სრულ კომპლექსურ IT გადაწყვეტებს და ინფრასტრუქტურის დაგეგმვა-დანერგვას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ტექნიკური გუნდის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და მონიტორინგი;
** ტექნიკური პროექტების დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი;
** კომპანიის IT ინფრასტრუქტურის გამართულობის უზრუნველყოფა;
** მოლაპარაკებების და შეხვედრების წარმოება მომწოდებლებთან და პარტნიორებთან;
** ტექნიკური რისკების შეფასება და მათი პრევენციული მართვა;
** ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა და შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება;
** გუნდის წევრების პროფესიული განვითარებისა და მოტივაციის უზრუნველყოფა;
** ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და პროცესების ოპტიმიზაცია;
** IT პოლიტიკის და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და კონტროლი
მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება IT სფეროში, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე;
** სერტიფიკატები (მაგალითად: Cisco, Fortinet, HPE/Aruba, Dell, Lenovo, Microsoft, AWS, PMP, CompTIA და სხვა) ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი უნარ-ჩვევები:
** მოლაპარაკებების წარმოების და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
** გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ტექნიკური საკითხების ანალიზისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი.
სამუშაო ადგილი: თბილისი; დიღმის მასივი, ნ. ბოხუას ქ, 4.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: hr@ultra.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ტექნიკური განყოფილების ხელმძღვანელი.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშავებს და შეინახავს თქვენს მონაცემებს 1 წლის ვადით. ასევე შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიებზე.
|
|
|
|