Робота для біженців з України
ქსელის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ულტრა
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
კომპიუტერული კომპანია "ულტრა" ეძებს ქსელის ადმინისტრატორს.

"ულტრა" 18 წელია ლიდერობს ადგილობრივ IT ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს საცალო და კორპორატიულ გაყიდვებს, ონლაინ მაღაზიას და სერვის ცენტრს. ჩვენი კორპორატიული მიმართულება, Ultra Enterprise, წარმატებით თანამშრომლობს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან. მომხმარებელს ვთავაზობთ სრულ კომპლექსურ IT გადაწყვეტებს და ინფრასტრუქტურის დაგეგმვა-დანერგვას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარშრუტიზატორების, კომუტატორების, წვდომის წერილების და ქსელური უსაფრთხოების გადაწყვეტილებების (Cisco, Aruba, Fortigate და ა.შ.) კონფიგურაცია და ოპტიმიზაცია;
** ქსელის მონიტორინგი და პრობლემების დიაგნოსტიკა;
** ქსელური უსაფრთხოების (Firewall) გადაწყვეტილებების კონფიგურაცია და უსაფრთხოების პოლიტიკების მართვა;
** ქსელური ტოპოლოგიისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის დაგეგმვა;
** გაყიდვების მენეჯერებთან მჭიდრო თანამშრომლობა, კონსულტირება და რეკომენდაციების გაცემა ბიზნეს მოთხოვნებისა და საუკეთესო პრაქტიკების მიხედვით;
** გადაწყვეტილებების პრეზენტირება და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება.

მოთხოვნები:

** ქსელური მოწყობილობებისა და ფაირვოლების ადმინისტრირების სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ქსელური გადაწყვეტილებების სიღრმისეული ცოდნა, მუდმივი განვითარება და სერტიფიცირება;
** CCNA (Cisco Certified Network Associate) ან/და CCNP (Cisco Certified Network Professional) სერტიფიკატები.

ძირითადი უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა, კომუნიკაციის კარგი უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პრობლემების დიაგნოსტიკა და სწრაფი გადაწყვეტის უნარები;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და ტექნიკური გადაწყვეტილებების შეთავაზების უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი; დიღმის მასივი, ნ. ბოხუას ქ, 4
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: hr@ultra.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ქსელის ადმინისტრატორი.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშავებს და შეინახავს თქვენს მონაცემებს 1 წლის ვადით. ასევე შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიებზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე