დასახელება:
სისტემური ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
ულტრა
|
გამოქვეყნდა: 28 ივლისი
/ ბოლო ვადა: 28 აგვისტო
|
კომპიუტერული კომპანია "ულტრა" ეძებს სისტემურ ადმინისტრატორს.
"ულტრა" 18 წელია ლიდერობს ადგილობრივ IT ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს საცალო და კორპორატიულ გაყიდვებს, ონლაინ მაღაზიას და სერვის ცენტრს. ჩვენი კორპორატიული მიმართულება, Ultra Enterprise, წარმატებით თანამშრომლობს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან. მომხმარებელს ვთავაზობთ სრულ კომპლექსურ IT გადაწყვეტებს და ინფრასტრუქტურის დაგეგმვა-დანერგვას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ახალი და არსებული გადაწყვეტილებების შესწავლა და შეფასება, მათი უპირატესობებისა და ნაკლოვანებების განსაზღვრა;
** დეტალური ანალიზი სხვადასხვა სერვერული ტექნოლოგიების და პლატფორმების შესახებ;
** ბიზნეს მოთხოვნებისა და საუკეთესო პრაქტიკების ანალიზი და შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტილებების მომზადება;
** გაყიდვების მენეჯერების მხარდაჭერა და კონსულტაცია, ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების შესახებ;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება და განახლება;
** მუდმივი განვითარება და ცოდნის გაღრმავება სერვერული და ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების მიმართულებით;
** კომპანიის პარტნიორი მწარმოებლების პროდუქტების მიმართულებით სერტიფიცირება.
მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სერვერული ადმინისტრირების სფეროში;
** წამყვანი მწარმოებლების Dell, HPE, Lenovo და ა.შ. სერვერული გადაწყვეტილებების სიღრმისეული ცოდნა;
** გამოცდილება, Windows Server და Linux ოპერაციული სისტემების და სხვადასხვა სერვისების ინსტალაციის, მართვისა და ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით;
** ვირტუალიზაციის ტექნოლოგიების (VMware, Hyper-V) ინსტალაციის, მართვისა და მონიტორინგის სიღრმისეული ცოდნა.
ძირითადი უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა, კომუნიკაციის კარგი უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და ტექნიკური გადაწყვეტილებების შეთავაზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა.
სამუშაო ადგილი: თბილისი; დიღმის მასივი, ნ. ბოხუას ქ, 4.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: hr@ultra.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სისტემური ადმინისტრატორი.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშავებს და შეინახავს თქვენს მონაცემებს 1 წლის ვადით. ასევე შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიებზე.
|
|
|
|