Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - ჩაქვი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბათუმი ინვესტმენტი
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
სამშენებლო კომპანია - "ბათუმი ინვესტმენტი" კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის (შეთავსებით ადმინისტრატორი) პოზიციაზე ჩაქვში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების მოძიება;
** კომპანიის არსებულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია და საჭირო დახმარების გაწევა;
** მომხმარებლებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება;
** მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტის სარგებლიანობის, მომსახურების მოქნილობის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
** მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის ფორმირება და მართვა;
** საშუამავლო კომპანიების მოძიება და თანამშრომლობის დამყარება;
** ქართულ და უცხოურ ვებ გვერდებზე ინფორმაციის განთავსება ჩვენი პროექტების შესახებ;
** გაყიდვების რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა, წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენები ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.

სამუშაო ადგილი: ჩაქვი, ხიმშიაშვილის ქ #1;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: 2, 000 ლარი ფიქსირებული, პლიუს ბონუსები გაყიდვებიდან;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Ltd.batumiinvestment@gmail.com. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი/ადმინისტრატორი".

კომპანიის ვებ გვერდი www.batumiinvestment.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე