Робота для біженців з України
სომხურენოვანი გაყიდვების სპეციალისტი ქოლცენტრში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სომხურენოვანი გაყიდვების სპეციალისტი ქოლცენტრში
მომწოდებელი: ჰოუმშოპი
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
კომპანია "ჰოუმშოპი" სამუშაოდ გიწვევთ ქოლ-ცენტრში სომხურენოვანი გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: დისტანციური (საქართველო)
ანაზღაურება: 700 ₾ (საწყისი 3 თვე ფიქსირებული ანაზღაურება - 700 ₾, 3 თვის შემდეგ აქტიურდება საბონუსე სისტემა)
სამუშაო გრაფიკი: სრული, მცოცავი - კვირაში 5 დღე (გაყიდვების სპეციალისტი მუშაობს 8 საათიანი სამუშაო განრიგით + 1 საათი შესვენება, სამუშაო საათები და დღეები მცოცავია ორშაბათიდან კვირის ჩათვლით, 09:30დან 18:00 საათის მონაკვეთში)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა როგორც სატელეფონო ზარის, ისე ონლაინ საკომუნიკაციო არხების მეშვეობით;
** შეკვეთის მიღება მომხმარებლისგან და მისი სრულყოფილად ინფორმირება;
** გამავალ ზარებზე მუშაობა;
** მიღებული შეკვეთების მუდმივი კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (Excel, Word);
** სომხური ენის სრულყოფილად ცოდნა სავალდებულოა. რუსული და ინგლისური ენები - სასურველია.

შერჩევის პროცესი:

** ელფოსტაზე შემოსული რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელთან.

რეზიუმეს გამოგზავნით ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "ჰოუმშოპმა" დაამუშავოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები რეზიუმეს გამოგზავნიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში, დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.

დადებითი და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, უკუკავშირი შედგება გასაუბრებიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

დაინტერესების შემტხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექეტრონულ მისამართზე (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება): homeshop.am@gmail.com.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე