Робота для біженців з України
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი/კლასის დამრიგებელი - კიკეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი/კლასის დამრიგებელი
მომწოდებელი: იაკობ გოგებაშვილის სახ. სასწავლებელი
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
შპს "იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი" (კიკეთი) 2025-2026 სასწავლო წლისთვის აცხადებს კონკურსს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის და შეთავსებით - კლასის დამრიგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სპეციალობაში;
** ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს "ზოგადი განათლების შესახებ" კანონით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
** უნდა შეეძლოს გაკვეთილების დაგეგმვა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
** უნდა ფლობდეს საოფისე პროგრამებს.

კონკურსი შედგება ორი ეტაპისგან:

** I ეტაპი - დოკუმენტაციის განხილვა საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის მიხედვით;
** II ეტაპი - გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან;
** დამატებით, კონკურსანტს შეიძლება მოეთხოვოს საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარება.

სამუშაოს დაწყების თარიღი: 2025 წლის სექტემბერი.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, 2025 წლის 23 აგვისტომდე გამოაგზავნოთ პროფესიული რეზიუმე (CV) და პასპორტის ფოტოსურათი შემდეგ ელფოსტის მისამართზე: kiketischool@yahoo.com. გთხოვთ, მიუთითოთ მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დირექცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე