დასახელება:
ენერგეტიკული პროექტის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
საქენერგორემონტი
|
გამოქვეყნდა: 28 ივლისი
/ ბოლო ვადა: 20 აგვისტო
|
შპს "საქენერგო" აცხადებს ვაკანსიას ენერგეტიკული პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ენერგეტიკული პროექტების სრული ციკლის მართვა;
** პროექტებთან დაკავშირებული შეხვედრების ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** პროექტის გეგმა - გრაფიკების/ვადებისა და სამუშაო დავალებების შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
** პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება, დაარქივება და პერიოდული განახლება;
** პროექტის სხვადასხვა ეტაპზე ლოგისტიკური და ადმინისტრაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** ინფორმაციის ანალიზი, სისტემატიზაცია და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** ეფექტიანი კოორდინაცია პროექტში ჩართულ გუნდთან, კონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და სახელმწიფო უწყებებთან;
** პროექტების პროგრესის შეფასება და რეგულარული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება ტექნიკური ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (მაგ: ენერგეტიკა, ინჟინერია, მენეჯმენტი);
** ჰესზე ან ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონე;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და დროის მართვის უნარი
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით:
https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|