დასახელება:
უმცროსი ოფის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Hazet Georgia
|
გამოქვეყნდა: 28 ივლისი
/ ბოლო ვადა: 28 აგვისტო
|
188-წლიანი გამოცდილების მქონე გერმანული ბრენდი "Hazet Georgia" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ოფის მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენი კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ქართულ ბაზარზე საოფისე ტექნიკა-დანადგარების მონტაჟი და ზედამხედველობის აუთსორსინგული მომსახურება. პრეტენდენტს აღნიშნულ პოზიციაზე მიეცემა საკუთარი შემოქმედებითი უნარებისა და იდეების განხორციელების სრული შესაძლებლობა. ასევე პრეტენდენტი იქნება დატრენინგებული გამოცდილი გუნდის წევრების მხარდაჭერით.
სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი, დიღომი
ანაზღაურება: პირველი თვე გამოსაცდელი პერიოდი - 900 ლარი; შტატში აყვანის შემდგომ, 1200 ლარი, ზრდის პერსპექტივით, გამომდინარე შესრულებული საქმისა და კომპეტენციიდან.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
** პირველადი დოკუმენტებისა სისწორის შემოწმება და პროგრამული ასახვა საოფისე პროგრამებში.
** ინვოისებისა და კონტრაქტების შაბლონების გადაგზავნა, დასკანერება, დაარქივება.
** ყოველდღიურ საოპერაციო პროცესებში უფროსი საოპერაციო მენეჯერის მიერ გაცემული სხვა თასქების შესრულება. (სასტუმროს ნომრის დაჯავშნა, საოფისე ინვენტარის შეკვეთა და ა.შ)
რას ვითხოვთ:
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნას სამომხმარებლო დონეზე (განსაკუთრებით MS Excel)
** მსგავს პოზიციაზე სასურველ სამუშაო გამოცდილებას
** ანალიტიკური აზროვნებას
** დეტალებზე ორიენტირებულობას
** პასუხისმგებლობის გრძნობას
** გუნდური მუშაობის უნარს
** და რაც მთავარია, სიზუსტეს.
რას გთავაზობთ:
** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს
** ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტაზე: hazetgeorgia@gmail.com
|
|
|
|