Робота для біженців з України
მემწვადე, მემწვადის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მემწვადე, მემწვადის დამხმარე
მომწოდებელი: ცეცხლი აინთო
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
სამწვადის ტიპის სწრაფი კვების რესტორანი "ცეცხლი აინთო" აცხადებს ვაკანსიებს მემწვადისა და მემწვადის დამხმარის პოზიციებზე.

ჩვენზე დამატებითი ინფორმაციის გასაგებად ეწვიეთ: https://www.facebook.com/Tsetskhliainto.ge

1) მემწვადე

მოვალეობები:

** მენიუში არსებული სხვადასხვა სახის პროდუქციის მომზადება მაყალზე
** პროდუქციის ვარგისიანობისა და შენახვის ვადების კონტროლი, მარაგების შესახებ ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა

საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული (ყურადღებიანი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება საწყის ეტაპზე 2000 ლარიდან გამოცდილების და გრაფიკის შესაბამისად.
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელსაც ფარავს კომპანია.
** გუნდური, აქტიური, მეგობრული სამუშაო გარემო.

მისამართი: თბილისი, ვაკე, აბაშიძის ქუჩა N10

2) მემწვადის დამხმარე

მოვალეობები:

** მაყალზე მოსამზადებელი პროდუქციის შამფურზე აგება
** შეკვეთის გასაცემად საჭირო პროდუქციის წინასწარ მომზადება
** მემწვადის მიერ მომზადებული პროდუქციის შეფუთვა, ვიზუალზე ზრუნვა და შეკვეთის გაცემა სტანდარტების მიხედვით.

საჭირო უნარჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** ენერგიულობა
** დეტალებზე ორიენტირებული (ყურადღებიანი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია კვების ობიექტზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება საწყის ეტაპზე 1700 ლარიდან გამოცდილებისა და გრაფიკის შესაბამისად
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელსაც ფარავს კომპანია
** გუნდური, აქტიური, მეგობრული სამუშაო გარემო.

მისამართი: თბილისი, ვაკე, აბაშიძის ქუჩა N10

ტელეფონი: 599539925

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: tsetskhliainto@gmail.com ან დაგვირეკოთ მითითებულ ნომერზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე