Робота для біженців з України
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ინტელკომ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
"ინტელკომ ჯგუფი", IT დისტრიბუციისა და ინტეგრაციის მიმართულებით წამყვანი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: intellcom.net/ka/company/

ანაზღაურება და ბენეფიტები:

** ფიქსირებული ხელფასი: 2000 ლარი + ბონუსები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
** რეგულარული კორპორატიული ღონისძიებები;

ძირითადი მოვალეობები:

** კორპორაციულ მომხმარებელთან ურთიერთობა;
** გაყიდვების პროცესის მართვა;
** მოლაპარაკების წარმოება;
** პრეზენტაციის წარდგენა;
** კომერციული წინადადების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, PR-ის ან მსგავსი მიმართულებით;
** მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კრიტიკულად და შემოქმედებითად აზროვნების უნარი;
** ქართულად გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** IT სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. - "ინტელკომ ჯგუფის" ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით;
** სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი);
** შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე vacancy@intellcom.net და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითონ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "კატეგორიის მენეჯერი".
გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე