Робота для біженців з України
ადმინისტრატორი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Calisia
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
"კალისია"- ესთეტიკური მედიცინის ცენტრი, რომელიც 8 წელია წარმატებით ფუნქციონირებს.

დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 7 ფილიალს და სთავაზობს მომხმარებლებს როგორც ესთეტიკურ, ისე სალონურ მომსახურებას სხვადასხვა ქალაქში.

ფილიალები ფუნქციონირებს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, თელავი.

პოზიცია - ადმინისტრატორი

პირობები:

** ადგილმდებარეობა - თელავი, ქეთევან წამებულის ქუჩა.;
** სამუშაო დღეები - კვირაში 3-4 დღე;
** სამუშაო საათები - 10:00-20:00;

მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება;
** ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
** მომხმარებელთან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება.

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე თუ:

** ხართ მიზანდასახული და ინიციატორი;
** ხართ დისციპლინირებული და პუნქტუალური:
** მეტყველებთ გამართულად ქართულად;
** შეგიძლიათ, თითოეულ ადამიანს მიუდგეთ ინდივიდუალურად;
** ფლობთ საოფისე და კომპიუტერულ პროგრამებს ან შეგიძლიათ მარტივად აითვისოთ.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV, თანდართული ფოტოსურათით, მისამართზე: calisiatelavihr@gmail.com

გთხოვთ, ელფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: "ადმინისტრატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე