Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=653212&print=yes&view=jobs
 
პრემიუმ კლასის აპარტჰოტელის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრემიუმ კლასის აპარტჰოტელის მენეჯერი
მომწოდებელი: დიენთი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 26 ივლისი / ბოლო ვადა: 26 აგვისტო
სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია "დიენთი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას პრემიუმ კლასის აპარტჰოტელის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: საბურთალო, ვიტალი დარასელიას 6 (გაგარინის მოედანთან)
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით
განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს მიმდინარე ოპერაციების მართვა-ორგანიზება;
** მომსახურების პროცესი მონიტორინგი და გაუმჯობესება;
** სტუმრების მიღება-განთავსება, მათთვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება;
** შემოსულ ზარებსა და სოციალურ ქსელში შემოსული შეტყობინებების კონტროლი და რელევანტური კომუნიკაციის დაბრუნება;
** საოპერაციო ხარჯებისა და მარაგების კონტროლი;
** ადმინისტრაციული საკითხების მოწესრიგება;
** თანამშრომელთა განვითარებაზე ზრუნვა;
** მომსახურების სტანდარტების დაცვა, კონტროლი და გაუმჯობესება მომხმარებელთა უკუკავშირის საფუძველზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასტუმროს მართვის პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს ეფექტურად დელეგირების უნარი;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და მოქნილობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: Contact@dntgroup.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სასტუმროს მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია