Робота для біженців з України
ექთანი-აღმზრდელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთანი-აღმზრდელი
მომწოდებელი: დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
ააიპ "დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ექთანი-აღმზრდელის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდ დიღომი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა 13ა.
დასაქმების ტიპი, ანაზღაურება: ყოველ მესამე დღეს, 24-საათიანი გრაფიკით, დაბეგრილი 700 ლარი (მომატების პერსპექტივით).
ბენეფიციართა რაოდენობა: 7 შშმ ბავშვი
ვაკანსიის ტიპი: სპეციალიზებული მცირე საოჯახო სახლის ექთან-აღმზრდელი.

პოზიციის აღწერა:

სპეციალიზებული მცირე საოჯახო სახლი იწვევს აღმზრდელებს (საექთნო ან სამედიცინო განათლებით) შშმ ბავშვებთან სამუშაოდ.
მომსახურება ითვალისწინებს სადღეღამისო ყოფნას (მორიგეობა ყოველ მესამე დღეს). პერსონალი ყოველდღიურად ჩართულია ბავშვთა მოვლასა და განვითარების ხელშეწყობაში.

აუცილებელი განათლება და გამოცდილება:

** ექთნობის/სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომი
** ექთნად/ექიმად მუშაობის ან ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:

** სწრაფი რეაგირების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** შეფასებისა და ანალიზის კარგი უნარი.

ძირითადი ფუნქციები:

** მომსახურების ბენეფიციარების მოვლასთან და განვითარებასთან დაკავშირებული საჭიროებების განსაზღვრა და უზრუნველყოფა მულტიდისციპლინური გუნდის წევრებთან ერთად
** ბენეფიციართა საექთნო მოვლის უზრუნველყოფა მომსახურების პედიატრის რეკომენდაციების საფუძველზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

დეტალების გასარკვევად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 579 26 83 28 | 598 90 71 86 - ლელა.

გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ქართულ ენაზე, მეილზე: lalicercvadze@gmail.com წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ექთანი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე