დასახელება:
სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის სახლის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 25 ივლისი
/ ბოლო ვადა: 25 აგვისტო
|
ააიპ "დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის სახლის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი, დემეტრე თავდადებულის ქ. #13ა
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1500 ლარი.
პოზიციის მოკლე აღწერა:
ბავშვთა სახლის მენეჯერი უზრუნველყოფს დაწესებულების ყოველდღიური ფუნქციონირების ეფექტიან მართვას, უსაფრთხო და მხარდაჭერილი გარემოს შექმნას ბენეფიციარი ბავშვებისთვის, თანამშრომელთა კოორდინაციასა და ბავშვის დაცვის პოლიტიკის განხორციელებას.
ძირითადი მოვალეობები:
** ბავშვთა სახლის ადმინისტრაციული და ლოჯისტიკური მართვა
** ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფა
** თანამშრომელთა კოორდინაცია, სუპერვიზია და სამუშაოს დაგეგმვა
** დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშგება შესაბამისი სტრუქტურებისთვის
** კომუნიკაცია პარტნიორებთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვა უწყებებთან
** შიდა პოლიტიკებისა და ბავშვის დაცვის სტანდარტების დაცვა
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია სოციალური მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, განათლების ან მენეჯმენტის მიმართულებით)
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ბავშვებთან მუშაობის სფეროში
** გუნდური მუშაობისა და ლიდერობის გამოცდილება
** ბავშვის უფლებების და დაცვის სტანდარტების ცოდნა
** დოკუმენტაციასთან მუშაობის და ანგარიშგების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის და კრიზისის მართვის უნარი
** კომპიუტერული უნარები (Word, Excel, Email)
უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, ვისაც აქვთ:
** ბავშვზე ორიენტირებული მიდგომის გამოცდილება
** გამოცდილება სახელმწიფო პროგრამებთან ან დონორებთან მუშაობის სფეროში
** ბავშვთა სახლის ან მცირე საოჯახო ტიპის სახლის მართვის გამოცდილება
** პირველადი სამედიცინო დახმარების საბაზისო ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე დაწერილი თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: lalicercvadze@gmail.com გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითო - მენეჯერი.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 25.08.2025 წ.
|
|
|
|