დასახელება:
მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღმზრდელი
|
მომწოდებელი:
დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 25 ივლისი
/ ბოლო ვადა: 25 აგვისტო
|
ორგანიზაცია "დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია" ქალაქ თბილისში აცხადებს ვაკანსიას მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღმზრდელის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი, ყოველ მე-4 დღეს (თვეში 7/8 მორიგეობა)
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, სოფელი გლდანი
თანამდებობრივი სარგო: დაბეგრილი, ხელზე ასაღები თანხა - 600 ლარი (გაზრდის პერსპექტივით);
თბილისის მიმდებარე რეგიონიდან თანამშრომლებს დაუფინანსდებათ გზის ხარჯი.
ძირითადი მოვალეობები:
** ბავშვებთან ინდივიდუალური და ჯგუფური ურთიერთობა
** მათი ფუნქციონალური, სოციალური, საყოფაცხოვრებო და აკადემიური უნარების განვითარება და ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა
** თითოეულ ბენეფიციართან მიმართებაში ინდივიდუალურად და ჯგუფურად დასახული ამოცანების შესრულება.
სავალდებულო უნარ-ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:
** საშუალო განათლება
** ბავშვების სიყვარული
** პუნქტუალურობა და საქმისადმი პასუხისმგებლობა
დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე შევსებული თქვენი CV (რეზიუმე/ავტობიოგრაფია), ელფოსტაზე: lalicercvadze@gmail.com. "თემაში" მიუთითეთ - აღმზრდელის ვაკანსია.
საკონტაქტო პირი - ლალი ცერცვაძე
საკონტაქტო ტელ: 574 55 75 54
საბუთების მიღება წარმოებს 2025 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით.
|
|
|
|