Робота для біженців з України
ახალგაზრდული დღის ცენტრის ასისტენტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ახალგაზრდული დღის ცენტრის ასისტენტი
მომწოდებელი: საქართველოს კარიტასი
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას ახალგაზრდული დღის ცენტრის ასისტენტის თანამდებობაზე.

პროგრამა/პროექტი: დასავლეთ საქართველოს პროგრამა
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის, /9 აპრილის 33

სამუშაო მიზანი:

ახალგაზრდული დღის ცენტრის ასისტენტი პასუხისმგებელია პროექტის ფარგლებში ბავშვებისა და ახალგაზრდების სასწავლო და რეკრეაციული ღონისძიებების უსაფრთხო განხორციელებაზე როგორც შენობაში, ასევე ცენტრის მთელ ტერიტორიაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დახმარება გაუწიოს დღის ცენტრის კოორდინატორს, პედაგოგებს და სხვა თანამშრომლებს ბავშვებისა (6 წლის ასაკიდან) და ახალგაზრდების (18 წლის ასაკის ჩათვლით) ყოველდღიურ მიღებასა და გასტუმრებაში, სასწავლო და რეკრეაციული პროცესების უსაფრთხო განხორციელებაში;
** მოვალეა, რომ ზედამხედველობა გაუწიოს ბავშვებისა და ახალგაზრდების სათანადო ქცევას როგორც ცენტრის შენობის შიგნით, ასევე მთელ ტერიტორიაზე - ეზოში, სპორტულ მოედანზე, სასადილოში და ა.შ.
** ახალგაზრდული დღის ცენტრის ასისტენტს აქვს მუდმივი ურთიერთობა პედაგოგებთან, მონაწილეობას იღებს დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებაში და მათ განხორციელებაში.
** ზრუნავს ახალგაზრდული ცენტრის შენობის საერთო მოვლასა და ავეჯის და ინვენტარის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებაზე.
** მონაწილეობას ღებულობს ბავშვთა პროგრამის თანამშრომელთა საერთო შეხვედრებში;
** მოვალეა ახალგაზრდული დღის ცენტრის კოორდინატორს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ შემთხვევებთან დაკავშირებით;
** პროექტის განხორციელების პერიოდში იხელმძღვანელოს კარიტასის ძირითადი პრინციპებითა და ფასეულობებით;
** მოვალეა იყოს კარიტასის ბავშვთა პროგრამის თანამშრომელთა ჯგუფის აქტიური წევრი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება
** სოციალურად დაუცველ პირებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევა და გამოცდილება
** სასურველია: ჰქონდეს სოციალური მუშაკის სფეროში კვალიფიკაცია, სერტიფიკატი ან დიპლომი. პედაგოგის, ან სპორტის მუშაკის რაიმე კვალიფიკაცია.

პიროვნული თვისებები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება;
** კომუნიკაციის კარგი უნარები, გუნდში მუშაობის გამოცდილება;
** წერითი და ანალიტიკური უნარები;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ნებისმიერი კატეგორიის ბენეფიციარის მიმღებლობა;
** პატივისცემა განსხვავებული რელიგიური, ეთნიკური რასობრივი, ამ პოლიტიკური შეხედულების ადამიანების მიმართ.

სასურველია: რომელიმე უცხოური ენის ცოდნა

ჰონორარი/ხელფასი:

საქართველოში არსებული მსგავსი პოზიციების ხელფასების ოდენობაზე და გამოცდილებზე დაყრდნობით.

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: loredana.monetti@caritas.ge. გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.

"საქართველოს კარიტასი" მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის შიგნით:

განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 24/07/2025
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 27/07/2025

ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის გარეთ:

განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 28/07/2025
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 15/08/2025

ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.caritas.ge/; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo;
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე