Робота для біженців з України
სამეურნეო/ტექნიკური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეურნეო/ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: ვისტამედი
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
კლინიკური ლაბორატორია "ვისტამედი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო/ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ინფრასტრუქტურის ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა;
** ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება, მათ აღმოსაფხვრელად მიმართული ქმედების დროული ინიცირება და განხორციელება;
** ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი;
** სახელოსნოებთან მოლაპარაკების წარმოება;
** ავტომობილების შეკეთების კონტროლი;
** დაკისრებული დავალებების დროულად და პირნათლად შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია მართვის მოწმობა B კატეგორია;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პრობლემების გადაწყვეტის და ანალიზის უნარი;
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სამუშაოს დაგეგმვის და დადგენილ ვადებში შესრულების უნარი.

სამუშაო განრიგი და ადგილმდებარეობა:

** სრული. კვირაში 5 სამუშაო დღე.
** ქ.თბილისი. დიდი დიღომი, რამაზის ქუჩა N28.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე (ფოტოსურათით) მისამართზე: hrvistamedi@gmail.com წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "სამეურნეო/ტექნიკური მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე