Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: GoGlobal Consulting
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
"Goglobal Consulting" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 6, 250 ლარი (დარიცხული) + ბონუსები

აღწერა:

Goglobal Consulting ეძებს გამოცდილ მთავარ ბუღალტერს, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის ბუღალტერიას და ჩართული იქნება ადამიანური რესურსებისა და მატერიალური აქტივების ფინანსურ მართვაში.

ძირითადი მოვალეობები:

** სრული ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** თანამშრომელთა ხელფასებისა და საბანკო ოპერაციების მართვა;
** ბიუჯეტირება და ფინანსური ანგარიშგება;
** აქტივებისა და რესურსების აღრიცხვა;
** შიდა ფინანსური და საგადასახადო რისკების კონტროლის მექანიზმების დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფინანსური/ეკონომიკური განათლება;
** 10 წლიანი პროფესიული გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სიღრმისეული ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (მაგ. Oris, Finsoft, 1C ან სხვა);
** Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებული ანაზღაურება: 5, 000 ლარი
** საბონუსე სისტემა;
** პასუხისმგებლობით დატვირთული პოზიცია;
** მზარდ და დინამიკურ სამუშაო გარემოში დასაქმება.

დაინტერესების შემთხვევაში CV გამოგვიგზავნეთ ელ. ფოსტაზე: goglobal@goglobal.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე