დასახელება:
შიდა აფთიაქის ფარმაცევტი
|
მომწოდებელი:
ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა
|
გამოქვეყნდა: 25 ივლისი
/ ბოლო ვადა: 25 აგვისტო
|
შპს. "სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას შიდა აფთიაქის ფარმაცევტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში არაუმეტეს 48 საათი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი N33
ფუნქცია-მოვალეობები:
** საქონლისა და მარაგების მიწოდება შიდა განყოფილებებზე.
** შემოსული და გაცემული მარაგების კონტროლი;
** გასაცემი შეკვეთების შეგროვება;
** საქონლისა და მარაგების ინვენტარიზაციის, აღწერების უზრუნველყოფა.
** საწყობში საქონლისა და მარაგების გადაადგილებასთან, დატვირთვა-გადმოტვირთვასთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულება ნაშთების კონტროლით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ფარმაცევტული განათლება, ბაკალავრის ხარისხი;
** ფარმაცევტად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** კლინიკის აფთიაქში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** პროგრამებში მუშაობა.
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გაწონასწორებულობა და სწრაფი რეაგირების უნარი
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** განვითარებაზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** წესრიგის დაცვა
** შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა
ჩვენთან დაგხვდებათ:
** კომფორტული და პოზიტიური სამუშაო გარემო;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** ხელმძღვანელისა და გუნდის წევრების მხარდაჭერა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: Hrkhechinashvili@gmail.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
რეზიუმეს გაზიარებით, აპლიკანტი თანხმობას აცხადებს სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით).
|
|
|
|