Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
კომპანია, რომელიც ახორციელებს აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებულ სოციალური მედიისა და სატელევიზიო შემოქმედებით პროცესებს, აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო.
ასევე საქართველოს მასშტაბით მივლინებები (სადღეღამისო ანაზღაურებით).

სამუშაო გრაფიკი და საათები:

** ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00 საათამდე.
** დასვენება - შაბათი-კვირა და შრომის კოდექსით გათვალისწინებული სადღესასწაულო დღეები.

ხელფასი: 1, 200 ლარი ხელზე ასაღები.

კომპანიის სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში შესაძლოა მოხდეს სამუშაო გრაფიკის (შაბათი-კვირის ჩათვლით) ცვლილება/გადანაცვლება ხელმძღვანელთან შეთანხმებით.

ფუნქციები:

** ხელმძღვანელისა და თანამშრომლების დროულად და უსაფრთხოდ გადაყვანა, როგორც თბილისში ასევე მივლინების ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;
** ავტომანქანის გამართულ-ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და საჭიროებისამებრ, კონტრაქტორი კომპანიების მეშვეობით მისი უსაფრთხო მუშა მდგომარეობისათვის საჭირო სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა;
** ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეცხვა კონტრაქტორ კომპანიებთან, მოვლა-პატრონობა, მოძრაობის ჟურნალზე ხელმოწერა.

მოთხოვნები:

** მოქმედი მართვის მოწმობა "B კატეგორია";
** მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ქალაქის და რეგიონების კარგად ცოდნა და კოორდინაცია;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალობა;
** შრომისმოყვარეობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, მიღება მოხდება გასაუბრების წესით.

ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: infoabkhazia@gmail.com; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მძღოლი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე