Робота для біженців з України
სტიუარდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტიუარდი
მომწოდებელი: შანგრი ლა
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
სამორინე "შანგრილა" (შპს ქართული კაპიტალ ჯგუფი") აცხადებს ვაკანსიას სტიუარდის (ჭურჭლის მრეცხავი) პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი სამუშაო დღე, როგორც დღის, ასევე ღამის ცვლებში
ანაზღაურება: 17 ცვლაში ხელზე ასაღები 1300 ლარი

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

მოვალეობები:

** დადგენილი წესის შესაბამისად ჭურჭლის დროული გარეცხვა;
** დადგენილი წესისა და გრაფიკის შესაბამისად სამზარეულოს ინვენტარის დეზინფექცია და დასუფთავება;
** დადგენილი წესის შესაბამისად, თანამშრომლებისათვის საკვების გაცემა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ, მოცემული ვაკანსიისთვის გათვალისწინებულია 12 საათიანი სამუშაო ცვლები (დღე/ღამე).

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე job@shangrila.ge. სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/სააპლიკაციო ფორმა), შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. წინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ქართული კაპიტალ ჯგუფი" უფლებამოსილია, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, შემდეგი საფუძვლებითა (თქვენი თანხმობა, რაც გამოიხატება მოცემულ ვაკანსიაზე თქვენი გამოხმაურებით, მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვა, შრომითი ვალდებულებებისა და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება) და მიზნებით (კვალიფიციური კადრის მოძიება, შერჩევა, ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადის განხილვა, პოტენციური დასაქმებულის უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენა დასაკავებელ პოზიციასთან, მოთხოვნად პოზიციებზე სარეზერვო ბაზების შექმნა და ორგანიზება).
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) მიწოდება ხორციელდება ნებაყოფლობით, თუმცა მათი მიწოდების გარეშე შეუძლებელი იქნება თქვენი კანდიდატურის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება კონკრეტულ ვაკანსიაზე.
თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში, სამომავლო ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
მონაცემთა სუბიექტი აღჭურვილია საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" მე-3 თავით გათვალისწინებული უფლებებით, შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და გსურთ შპს "ქართული კაპიტალ ჯგუფის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შპს "ქართული კაპიტალ ჯგუფი"-ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, მარიამ წიკლაურს შემდეგ ელ-ფოსტაზე: Tsiklauri@shangrila.ge.
შპს "ქართული კაპიტალ ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე