Робота для біженців з України
ბიზნესის ადმინისტრირების საგანმან. პროგრამის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნესის ადმინისტრირების საგანმან. პროგრამის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / ბოლო ვადა: 17 აგვისტო
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ" აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსობრივი განვითარება;
** სილაბუსების მონიტორინგი და განახლება;
** პროგრამის მიზნებისა და სწავლების შედეგების შესაბამისობის უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტებთან;
** წლიური ანგარიშებისა და თვითშეფასების დოკუმენტაციის მომზადება;
** აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში მონაწილეობა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
** სტაჟირების ობიექტებთან და დამსაქმებლებთან კომუნიკაცია;
** სასწავლო და საგამოცდო პროცესების კოორდინაცია;
** სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისგან უკუკავშირის მიღება;
** საგრანტო პროექტების მოძიება, სტუდენტური კვლევითი მუშაობის მხარდაჭერა და საჯარო აქტივობების ინიცირება.

მოთხოვნები:

** დოქტორის ან მასთან გათანასწორებული ხარისხი შესაბამისი მიმართულებით;
** სულ მცირე 5 წელი განათლების სფეროში (მინიმუმ 1 წლიანი ხელმძღვანელობითი გამოცდილება);
** ინგლისური ენა მინიმუმ B2 დონეზე;
** უმაღლესი განათლების მარეგულირებელი აქტები და უნივერსიტეტის შიდა რეგულაციები;
** უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები;
** ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო და სწავლის სფეროების კლასიფიკატორი.

პიროვნული უნარები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი.

შერჩევის ეტაპები:

** CV - ების გადარჩევის ეტაპი;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა 17 აგვისტოს ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@seu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე