დასახელება:
ფინანსური დირექტორი
|
მომწოდებელი:
ახალი ხედვა
|
გამოქვეყნდა: 25 ივლისი
/ ბოლო ვადა: 25 აგვისტო
|
სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიული, ტრავმატოლოგიური და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.
სამედიცინო ჯგუფი ახალი ხედვა აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 - 18:00 სთ
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების ერთიანი სტანდარტის შემუშავება, დანერგვა, კონტროლი;
** ფინანსური დეპარტამენტისა და მასთან დაქვემდებარებული მიმართულებების მართვა;
** ფინანსური და ბუღალტრული ოპერაციების კონტროლი, მართვა;
** კომპანიის ფინანსური გეგმების, ბალანსის და ბიუჯეტის პროექტების შემუშავება, დანერგვა, კონტროლი;
** ფინანსური სისტემებისა და CRM/ERP პლატფორმების დანერგვის მხარდაჭერა;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება, წარდგენა საკანონმდებლო ორგანოებთან;
** მოგება - ზარალის ანგარიშგების სტატისტიკის შემუშავება, წარდგენა;
** კომპანიაში არსებულ ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებული პროცესების შემუშავება, მართვა;
** საკანონმდებლო ორგანიზაციების მიერ გამოცემული ახალი რეგულაციის/მოთხოვნის შემუშავება/განხორციელება;
** ფინანსური სამსახურის შეფასების ინდიკატორების დანერგვა, გატარება, კონტროლი;
** კომპანიის სტრატეგიულ პროცესებში უშუალო მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი პროფილური განათლება (ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება);
** მინ. 2 წლიანი ფინანსურ დირექტორად მუშაობის გამოცდილება, სასურველია სამედიცინო სფეროში;
** ბუღალტრული აღრიცხვის სისტემების ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვისა და დოკუმენტაციის წარმოების პრინციპების ცოდნა;
** IFRS სტანდარტების ცოდნა;
** ბიუჯეტირება, მოგება-ზარალის ფინანსური ანალიზის ცოდნა;
** ნორმატიული აქტებისა და კანონების ცოდნა, რომლებიც არეგულირებენ კომპანიის საფინანსო საქმიანობას.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის (ფინანსური დირექტორი) დასახელება.
გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.
ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.
თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|