Робота для біженців з України
ოქროს ექსპერტ-შემფასებელი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოქროს ექსპერტ-შემფასებელი
მომწოდებელი: ევრო ფინანსი
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
სგს "ევრო ფინანსი" 2009 წლიდან საქმიანობს საფინანსო მომსახურების ბაზარზე.

ჩვენ ვართ სწრაფი, მარტივი და ყველაზე მოსახერხებელი სესხების კომპანია, რომელიც მოსახლეობას ვთავაზობთ სავალუტო კურსებს და დაბალ პროცენტიან სალომბარდე სესხებს.

ორგანიზაცია წარმოდგენილია 6 ფილიალით ქ. ქუთაისში, თუმცა ფილიალების ქსელი სწრაფად ფართოვდება და დაგეგმილია ახალი პროდუქტებისადა სერვისების დანერგვა. ჩვენი მიზანია კლიენტების საჭიროებაზე მორგებული, ახალი სერვისები შეთავაზების გზით ვიყოთ გამორჩეული მოწინავე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.

სგს "ევრო ფინანსი" აცხადებს ვაკანსიას ოქროს ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი: 09:30- 17:30 ან 10:30 -18:30
შაბათი ან კვირა: 09:30- 15:00
დასვენება - 1 დღე

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
** ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება.
** ლომბარდის ექსპერტ-შემფასებლის სერთიფიკატი

ენები:

** ინგლისური - კარგი
** რუსული - კარგი

უნარები:

** აქტიურობა
** კომუნიკაბელურობა
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ფოკუსირება
** სისხარტე
** გაყიდვების უნარი
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა

სამუშაოს აღწერა:

** კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
** ნაღდი ფულის შეტანის, გატანის და ნაღდი კონვერტაციების ოპერაციების წარმოება;
** ოქროსა და ბრილიანტის მიღება, შეფასება და შესაბამისი სესხის გაფორმება
** ვადაგადაცილებულ კლიენტებთან დაკავშირება.
** ახალი კლიენტების მოზიდვა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოგვიგზავნოთ მისამართზე - vacancy@evrocrediti.ge

დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 სექტემბერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახურსა და უშუალო ხელმძღვანელთან, შერჩევის შემდეგ კი 2 კვირიან სტაჟირებას.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე