Робота для біженців з України
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ბეტაპრინტი
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
სარეკლამო კომპანია "ბეტაპრინტი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

ჩვენ გვჭირდება ერთგული, ენერგიული, ნიჭიერი კადრები რომლებიც გაიზიარებენ გუნდური მუშაობის პრინციპს და ორიენტირებული იქნებიან საკუთარი თავის განვითარებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება;
** ადამიანური რესურსების მართვის სისტემების დანერგვა, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მოდიფიცირება;

სამუშაო აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება პერსონალისათვის;

** თანამშრომელთა შერჩევისა და დასაქმების პროცესების ადმინისტრირება და მართვა, რაც გულისხმობს საკონკურსო განაცხადის მომზადებას, ვაკანსიის განთავსებას შესაბამის საიტებზე, სოციალურ ქსელებში, CV-ების გადარჩევას, კანდიდატებთან კომუნიკაციას, კანდიდატების შესახებ ინფორმაციის ადმინისტრირებასა და ინფორმაციის მიწოდებას შესარჩევის კომისიისთვის ან კანდიდატის შერჩევაზე პასუხისმგებელი პირისთვის.
** კანდიდატთა შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება.
** ახალი თანამშრომლის ადაპტაციის პროცესის მართვა დადგენილი პროცედურის შესაბამისად;
** რეზერვების ბაზების შექმნა, პერიოდულად ინფორმაციის განახლება;
** თანამშრომლებთან მუდმივი კომუნიკაცია, საჭიროებების განსაზღვრა, ცალკეულ საკითხებში დახმარება კომპეტენციის ფარგლებში.
** თანამშრომელთა მოტივაციისა და გუნდურობის ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების შექმნა და დაარქივება;
** თანამშრომელთა ინფორმირება დაწესებულებაში ადამიანური რესურსების მიმართულებით განხორციელებულ პროცედურულ ცვლილებებთან დაკავშირებით;
** თანამშრომელთა პორტფელის ადმინისტრირება (შეფასების შედეგები, როტაციის შედეგები, კარიერული განვითარება);
** თანამშრომელთა სწავლების საჭიროებების პროცესების მართვა (ტრენინგებისა და სხვა სასწავლო აქტივობების საჭიროების განსაზღვრა, განვითარების გეგმის შემუშავება
** შვებულებების მონიტორინგი, რეესტრის წარმოება;
** სადაზღვევო კომპანიების შერჩევა, დაზღვევის პროცესების მართვა და მონიტორინგი, თანამშრომელთა დაზღვევაზე ზრუნვა, ბაზების კონტროლი;
** საქმიანობისას პერსონალურ მონაცემთა დაცვა კანონმდებლობის შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პოლიტიკის და პროცედურების დოკუმენტების შემუშავების უნარი და კომპეტენცია;
** პერსონალის შერჩევის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ტრენინგებისა და სხვა სახის სასწავლო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონის ცოდნა

სამუშაო გამოცდილება: ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა

კომპეტენციები და უნარები:

** ორგანიზების უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
** წერილების (მათ შორის საქმიანი კორესპონდენციის) მომზადების უნარი.

ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გადმოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@betaprint.ge აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე