Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=652927&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / ბოლო ვადა: 21 აგვისტო
სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს. 

კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: http://www.primeconcrete.ge/

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
** კონკურენტულ სამუშაო პირობებს

სამუშაო ადგილი: ფოთი
განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია სამშენებლო და საწარმო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** 1 C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

მოვალეობები:

** სხვადასხვა საბუღალტრო ოპერაციების პროგრამაში აღრიცხვა;
** საწვავის მიღებისა და გაცემის პროცესის აღრიცხვა, შესაბამისი პროცედურის დაცვით;
** ტექნიკაზე ჩატარებული სერვისების აღრიცხვა;
** ტექნიკის იჯარების აღრიცხვა;
** მარაგების აღრიცხვა და კონტროლი;
** ფიზიკურ პირებსა და კომპანიებთან მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება და პროგრამაში გატარება;
** დებიტორული და კრედიტორული ნაშთების მუდმივი კონტროლი, რეპორტის მომზადება ყოველკვირეულად;

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გამოწვევებთან გამკლავების სურვილი;
** დოკუმენტების წარმოების უნარი.

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით ელ. მისამართზე: vacancy@primeconcrete.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია