დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
მზამზარეული
|
გამოქვეყნდა: 25 ივლისი
/ ბოლო ვადა: 25 აგვისტო
|
შპს "მზამზარეული პლიუსი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
კომპანია "მზამზარეული პლიუსი" 10 წელზე მეტია წარმოდგენილია ქართული კვების ბაზარზე და ერთ-ერთი წამყვანია ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის სეგმენტში. მზამზარეული თანამშრომლობს მსხვილ საცალო ვაჭრობის ქსელებთან.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზაჰესი, ავჭალის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 4000 ლარი (net)
ძირითადი მოვალეობები:
** საბანკო გადარიცხვების შესრულება;
** ხელფასების დარიცხვა;
** სახელფასო უწყისის მომზადება;
** სამეურნეო ოპერაციების, ფულადი სახსრების, რეალიზაციის ოპერაციების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების დროული გატარების
** კონტროლი საბუღალტრო აღრიცხვის ბაზებში;
** ექსპორტ-იმპორტის დოკუმენტაციის შეგროვება და პროგრამული ასახვა
** ბუღალტრული და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების სისწორისა და სრულყოფის კონტროლი;
** ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხული ანგარიშების ნაშთების სისწორის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშგების შედგენა და დეკლარაციების წარდგენა
** შემოსავლების სამსახურში;
** დეკლარაციების მის პროგრამულ ბაზასთან შესაბამისად და საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვით მომზადება და წარდგენა;
** ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი;
** დირექტორისთვის რეპორტების მომზადება მოთხოვნის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** აპექსში მუშაობის გამოცდილება; (სასურველია)
** საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: office@mzamzareuli.com (წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება).
გაცნობებთ, რომ შპს "მზამზარეული პლიუსი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან არაუმეტეს 3 წლის ვადით.
|
|
|
|