Робота для біженців з України
ტექნიკური სამსახურის ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური სამსახურის ინჟინერი
მომწოდებელი: ქარვასლა მენეჯმენტი
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი "ქარვასლა" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია/მოვალეობები:

** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ყოველდღიური დაგეგმვა, ზედამხედველობა და მართვა;
** შესრულებული სამუშაოების პროექტთან და სპეციფიკაციებთან შესაბამისობის კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი;
** დადგენილი სამუშაოების აღსრულების გეგმა-გრაფიკის კოორდინაცია და შესაბამისობის მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული კადრების კონტროლი და საქმეების სწორად დელეგირება.
** სივრცის მონიტორინგი და რეპორტების მომზადება.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
** გათბობა/გაგრილების სისტემის საფუძვლიანი ცოდნა და მომსახურების გაწევა საჭიროებიდან გამომდინარე.
** პროექტის რისკების იდენტიფიცირება და პროექტ მენეჯერისთვის რეპორტინგი;
** ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების ცოდნა/დაცვა;
** ობიექტზე არსებული მასალის აღწერა;
** ნახაზებისა და სხვა დოკუმენტების გადამოწმება, ბოლო რევიზიის დოკუმენტაციის კონტროლი;
** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა კომპანიის მენეჯმენტთან;
** ობიექტის მომარაგების სწორად დაგეგმვა, საჭირო მასალების შესყიდვაზე დროული ინფორმაციის მიწოდება პროექტ მენეჯერისთვის;
** მიმდინარე პრობლემების დროული იდენტიფიცირება და ანგარიშგება პროექტ მენეჯერთან;

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** სამუშაოების კეთილსინდისიერად შესრულების უნარი.
** დროის ეფექტური მართვა
** რთული სიტუაციებიდან, ოპტიმალური გამოსავლის პოვნა.
** მაღალი შრომისუნარიანობა

დაინტერესების შემთხვევაში, დაუკავშირდით - 595129798 ბესო. ასევე შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე - office@kmt.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე