Робота для біженців з України
დებიტორული პორტფელის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დებიტორული პორტფელის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი თი გრუპი
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
კომპანია "ჯი-თი გრუპ" აცხადებს ვაკანსიას დებიტორული პორტფელის მენეჯერის პოზიციაზე.

"ჯი-თი გრუპ" ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს სატვირთო, სამშენებლო, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების საერთაშორისო ბრენდებს, როგორიც არის: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს: https://www.gtgroup.ge

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება-სასურველია ფინანსების მიმართულებით;
** აუცილებელია რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა - Oris Manager - ის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე;
** აუცილებელია MS Office -ის ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** დებიტორული და კრედიტორული დავალიანების აღრიცხვა, მუდმივი კონტროლი;
** შესაბამისი ფინანსური აქტების მომზადება და მათი მართვა;
** დებიტორებთან სატელეფონო კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება, ვალდებულების გადახდის ან გადანაწილების მიზნით;
** პრობლემური შემთხვევების იდენტიფიკაცია და იურიდიულ დეპარტამენტთან კოორდინაცია;
** მონაცემთა ბაზებთან და საბუღალტრო პროგრამასთან მუშაობა, ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;

პიროვნული მახასიათებლები:

** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtgroup.ge 2025 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ჯი-თი გრუპ"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე