დასახელება:
გაყიდვების აგენტი/პრესელერი
|
მომწოდებელი:
დიპლომატ ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 25 ივლისი
/ ბოლო ვადა: 25 აგვისტო
|
სადისტრიბუციო კომპანია, შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის (პრესელერის) პოზიციაზე თბილისში.
შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" არის საქართველოს მასშტაბით ლიდერ კომპანიათა შორის, რომელიც ახორციელებს დისტრიბუციას 2002 წლიდან. დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://diplomatholding.com.ge/
სავალდებულო მოთხოვნები:
** იმავე სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საკუთარი მსუბუქი ა/მანქანა;
** მართვის მოწმობა BB კატეგორია;
მოვალეობები:
** პროდუქტის მახასიათებლის კარგი ცოდნა;
** მოლაპარაკების წარმოება გადახდის პირობების გათვალისწინებით;
** პროდუქციის ოპტიმალური ნაშთის კონტროლი;
** შეკვეთის სწორი გაფორმება;
** სავაჭრო დარბაზში პროდუქციის სტანდარტების კონტროლი;
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** ორგანიზატორული უნარჩვევები;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** სხარტი აზროვნება;
** დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება: მიღწევადი 2200
** საწვავის ხარჯს ანაზღაურებს კომპანია.
** ულიმიტო სასაუბრო დრო.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას,
** მეგობრულ სამუშაო გარემოს და რაც მთავარია განვითარების, კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, მეილზე: hr@holding.com.ge;
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|