დასახელება:
კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
მედანე
|
გამოქვეყნდა: 25 ივლისი
/ ბოლო ვადა: 25 აგვისტო
|
"მედანე" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის (სტენდი) თანამდებობაზე.
კომპანიის შესახებ:
"მედანე" წარმოადგენს მაღაზიას/სტენდს, რომელიც სპეციალიზებულია დანების გაყიდვაში — სალაშქრო, საკოლექციო და სამზარეულოს დანები. ასევე წარმოდგენილია ხელსაწყოები და სალაშქრო აღჭურვილობა.
სამუშაო ადგილი: სავაჭრო ცენტრის შიდა სტენდზე (სითი მოლი გლდანი)
სამუშაო გრაფიკი:
** კვირაში 4 ან 5 სამუშაო დღე
** დღეში 6 საათი: პირველი ცვლა: 10:00-16:00, მეორე ცვლა: 16:00-22:00
ანაზღაურება:
** ფიქსირებული: 40 ლარი დღეში
** ბონუსი: გაყიდვებზე დაფუძნებული სისტემით - საშუალოდ 100-200 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** სტენდზე არსებული პროდუქციის პრეზენტაცია და აქტიური გაყიდვა
** მომხმარებლის კონსულტაცია და სწორ პროდუქტზე ორიენტირება
** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა და ცოდნა
** დისციპლინის დაცვა და მენეჯერის მითითებების შესრულება
** საჭიროების შემთხვევაში, მუშაობა ორივე ფილიალში (როტაციის ფორმატში)
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სტაბილური და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ
** გაყიდვებში ან მომხმარებელთან კომუნიკაციაში გამოცდილება მისასალმებელია
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და მოტივაცია
** ხანგრძლივი და სტაბილური თანამშრომლობის სურვილი (არ განიხილება 6 თვეზე ნაკლები პერიოდით თანამშრომლობა)
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე:
Info@medane.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კონსულტანტის ვაკანსია - მედანე".
|
|
|
|