დასახელება:
შეკვეთების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 25 ივლისი
/ ბოლო ვადა: 25 აგვისტო
|
ვეძებთ პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ შეკვეთების მენეჯერს, რომელიც ჩაერთვება ჩვენი ონლაინ მაღაზიის ყოველდღიურ საქმიანობაში. პოზიცია მოიცავს შეკვეთების მართვას Shopify პლატფორმაზე, მომხმარებლებთან კომუნიკაციას სხვადასხვა არხით, კურიერთან მუშაობას და აღრიცხვით პროცესებს.
ლოკაცია: თბილისი, ვაკე, ვლადიმერ გაბაშვილის ქ. №9
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ანაზღაურება: 1000 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** Shopify პლატფორმაზე შეკვეთების მიღება, დამუშავება და მენეჯმენტი
** შეკვეთების მომზადება და კურიერისთვის გადაცემა
** დაბრუნებული შეკვეთების მიღება და მენეჯმენტი
** მომხმარებლების კითხვებზე პასუხი სოციალურ ქსელებში (Instagram, Facebook, WhatsApp Business)
** მიღებული და გაგზავნილი შეკვეთების აღრიცხვა და მონაცემების განახლება
** საჭიროებისამებრ კომუნიკაცია კომპანიის მენეჯმენტთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** მაღალი ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
** მომხმარებელთან კომუნიკაციის კარგი უნარები
** საბაზისო კომპიუტერული უნარები და Shopify პლატფორმის ცოდნა (სასურველია გამოცდილება)
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდგომი ფორმატის შევსებით:
https://airtable.com/app953dmUZzulWdCx/pagYUkfkXXN5VSGer/form
|
|
|
|